უკრაინული მედიის ცნობით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მოედანი რუსმა სამხედროებმა დაიკავეს


  • უკრაინული მედიის ცნობით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მოედანი რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალებმა დაიკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ბირთვული რეგულირების სახელმწიფო ინსპექციის პრესსამსახური ავრცელებს.

ამასთან, უწყებაში ამბობენ, რომ ელექტროსადგურის ექვსივე ენერგობლოკი მთლიანობას ინარჩუნებს. მათივე თქმით, დაზიანებულია სამშენებლო კონსტრუქციები, თუმცა ენერგობლოკების უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი სისტემები მწყობრშია. რადიაციის ცვლილება არ ფიქსირდება. გააქტიურებულია ანტიკრიზისული შტაბი.

მედიის ცნობით, 4 მარტს, ღამით რუსი ოკუპანტების მიერ ნასროლი ჭურვი მოხვდა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის პირველ ენერგობლოკს. გაჩნდა ხანძარი, რომელიც ამაჟამად ლიკვიდირებულია.

თავად ატომური ელექტროსადგურის ხელმძღვანელობა ამტკიცებს, რომ სადგურის ტერიტრიაზე შეიჭრნენ კადიროვის მებრძოლები.

მომხდარს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. მან ევროპას გამოფხიზლებისკენ მოუწოდა და რუსეთი ბირთვულ ტერორიზმში დაადანაშაულა.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!