აფხაზეთში კორონავირუსის 149 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ორი პაციენტი


  • ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 497 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 149 ახალი შემთხვევა. 

დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილი ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით 2 პაციენტი გარდაიცვალა, რომლებიც რუსულ საველე ჰოსპიტალში მკურნალობდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აფხაზეთში კორონავირუსის 31 194 შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა – 450, გამოჯანმრთელდა 26 512 მოქალაქე.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

5 × 2 =

Akismet ანტისპამი