აფხაზეთში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა დადასტურდა


  • ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 

მედიის ინფორმაციით, გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში 50 პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან 48 პაციენტს კორონავირუსი დადასტურებული აქვს. მათგან 7 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია, ათის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

ინფორმაციისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 536 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 158 გამოჯანმრთელდა, ხუთი ინფიცირებული კი გარდაიცვალა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

eighteen − 2 =

Akismet ანტისპამი