საქართველოში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა


  • საქართველოში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1773 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

გამოჯანმრთელებულების რაოდენობა კი 4-ით გაიზარდა 1325 გახდა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

seventeen − 3 =

Akismet ანტისპამი