არასრულწლოვანი მსჯავრდებულები უფასო სატელეფონო სასაუბრო დროით ისარგებლებენ


  • მსჯავრდებულთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით და გარე სამყაროსთან კონტაქტის გაუმჯობესების მიზნით სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინიციატივით არასრულწლოვან ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს თვეში 60 წუთი უფასო სასაუბრო დრო დაუფინანსდათ,- ინფორმაციას ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, უფასო სასაუბრო დროის გამოყენება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ზარებზე მსჯავრდებულებს სურვილისამებრ შეუძლიათ.

“სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული სერვისების თუ პროექტების დანერგვას მომავალშიც გააგრძელებს.”-აღნიშნულა ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

eleven + sixteen =

Akismet ანტისპამი