ზუგდიდში აქცია „კი ევროპას! არა რუსულ კანონს“ ისევ გაიმართა


  • დღეს, ზუგდიდში, აქცია „კი ევროპას! არა რუსულ კანონს“ ისევ გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და მოქალაქეები მერიის წინ შეიკრიბნენ და ისევ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს ხელისუფლებას, უკან გაიხმონ კანონპროექტი, რადგან ის არის რუსული და შეაფერხებს ქვეყნის დემოკრატიას.

აქციის მონაწილეებმა მსვლელობაც მოაწყვეს. ისინი საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით გადაადგილდებოდნენ. აქციის მონაწილეებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასთან განცხადებებიც გააკეთეს. შეკრებილებს სიტყვით მიმართეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმოამდგენლებმა.

აქციაზე იმყოფებოდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გია ხარჩილავა და მისი მოადგილე თამარ ბელქანია.

ადგილზე მობილიზირებული იყო სამართალდამცავები.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!