- ენმ-ის ზუგდიდის მერობის კანდიდატი ანზორ მელია ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
“დიდი მადლობა ჩემო ზუგდიდელებო იმ მხარდაჭერისთვის, იმ სიმამაცისთვის, რაც ამ ომში თქვენ გამოიჩინეთ. მერწმუნეთ, რომ მე ვიქნები თქვენი ოჯახის მეგობარი მერი. კანდიდატსაც მივმართავ, რომ მაგის მერიც ვიქნები და დამთავრდება ის დაპირისპირება, რაც აქამდე იყო.
მე მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს გუნდს, რომლებიც ორი თვის განმავლობაში არ მომშორებიან გვერდიდან, იბრძოდნენ ვაჟკაცურად გამარჯვებისთვის. მადლობა მინდა მოვახსენო ჩემს უძვირფასეს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილს თანადგომისთვის, იმ სიყვარულისთვის, რასაც ვგრძნობდი ციხიდან გამოგზავნილ წერილებში. მადლობა ყველას და მერწმუნეთ, მე გავამართლებ თქვენს ნდობას“, – განაცხადა ანზორ მელიამ.