- ანაკლიის ისტორიული ციხის ტერიტორიაზე, პოლიკარპე ხუბულავას სახელობის მეგრული ფოლკლორის პირველი საერთაშორისო ფესტივალი, “კოლხი და…” გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულ ფოლკლორულ ანსამბლებთან ერთად, ინგლისისა და ირლანდიის ანსამბლემბაც მიიღეს.
ფესტივალს სამეგრელო -ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.
ფესტივალი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის ინიციატივითა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.