პენსიონერებს, შშმ პირებს და სხვა ჯგუფებს, მედიკამენტების შეძენა შეეძლებათ ერთ ლარად


  • მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამაში შესატანი ცვლილებების მიხედვით, პენსიონერებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და სხვა ჯგუფებს, შეეძლებათ მედიკამენტების ერთ ლარად შეძენა.

“ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ გამოწვევად რჩება ის ფაქტი, რომ ჩვენი მოქალაქეების ხარჯი, ე.წ. ჯიბიდან გადახდილი ხარჯები მედიკამენტებისთვის არის ძლიან მაღალი და ჩვენ აქტიურად ვმუშაობდით, რომ ეს პრობლემა მოგვეგვარებინა. დღეს მთავრობაზე გამოგვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა – ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამაში შეგვაქვს ცვლილება. დღეიდან არსებული დიფერენცირება იხსნება და სოციალურად დაუცვლელ პირებთან ერთად, ყველა ჯგუფს, პენსიონერებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და სხვა ჯგუფებს, შეეძლებათ მედიკამენტების შეძენა ერთ ლარად. საუბარია 35 დასახელების მედიკამენტზე, რომლებიც ძირითადად მოიხმარება 6 ქრონიკული დაავადებებისას. ეს გახლავთ: გულსისხლძარღვთა, ფარისებრი ჯირკვლის, ფილტვის, დიაბეტის, ეპილეფსიის და პარკინსონის დაავადებები”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


კომენტარი

  1. თენგიზ

    🙂 კარგი იქნებოდა ჯერ გაპარტახებული საავადმყოფოებისთვისაც მიგეხედათ რომელშიც ექიმები კი არა მკითხავები მუშაობენ რომლებიც ბედიღბალზე :)) სვამენ დიაგნოზს /:) და თუ გაუმართლა ესე იგი ადამიანი ნორმალურად მკურნალობს :დ სირცხვილია …. წამალიც მკითხაობით უნდა ვიყიდოთ?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!