- #67 – ე ზუგდიდის საარჩევნო ოლქში 70 საარჩევნო უბანია. აქედან: ანაკლიის ორივე 26-ე და 27-ე, განმუხურის ორივე – 32-ე და 33-ე, დარჩელის 37-ე და ერგეტის 39-ე საარჩევნო უბნებში, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, ამომრჩეველი ხმას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ვერ მისცემს. ასევე, ელექტრონულ ტექნოლოგიებს ვერ გამოიყენებენ ხმის მისაცემად, ორსანტიის 51-ე (სულ ორი უბანი), რუხის 55-ე და 56-ე (სულ ორი უბანი) საარჩევნო უბნების ამომრჩევლები.
როგორც ზუგდიდის #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი განმარტავს: “ამომრჩეველი ხმას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ვერ მისცემს იმ საარჩევნო უბნებში, სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა აღემატება 300 ამომრჩეველს და ამავდროულად შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიის მისამართსა და საოლქო საარჩევნო კომისიის მისამართს შორის მანძილი არ აღემატება 20 კმ-ს.”
ინფორმაციისთვის: საქართველოში განხორციელებული საარჩევნო რეფორმის შედეგად პარლამენტის მორიგი და ყველა შემდგომი არჩევნები საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება. 26 ოქტომბერს ამომრჩეველთა თითქმის 90% საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას.