ნიკოლოზ შამათავას მორიგი წარმატება


  • 10 – 12 სექტემბერს ქუთაისში გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში 8, 10, 12, 14, 16 და 18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის.

ზუგდიდელმა მოჭადრაკემ, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა, ნიკოლოზ შამათავამ ორი ოქროს და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა 16 და 18 წლამდე ჭაბუკთა შორის.

ნიკოლოზმა სწრაფ ჭადრაკში 16 წლამდე ჭაბუკთა შორის 9 შესაძლებლობიდან 9 ქულით, ხოლო ელვისებურ ჭადრაკში 18 წლამდე ჭაბუკთა შორის 9 შესაძლებლობიდან 8.5 ქულით საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა.

ნიკოლოზი საქართველოს ვიცე-ჩემპიონი გახდა სწრაფ ჭადრაკში 18 წლამდე ჭაბუკთა შორის და ასევე ელვისებურ ჭადრაკში 16 წლამდე ჭაბუკთა შორის.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

two × 3 =

Akismet ანტისპამი