- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლების გაერთიანების N1 სამუსიკო სკოლის კამერული ორკესტრი „ამადეუსი“ და აკადემიური გუნდი ბავშვთა და მოზარდთა XVII რესპუბლიკური კონკურს-ფესტივალის გრან-პრის მფლობელები გახდნენ.
გამარჯვებული გუნდები თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში გამართულ გალა კონცერტსა და დაჯილდოების ცერემონიალზე წარსდგნენ.
