- აზერბაიჯანში 18 წლის ასაკის ზემოთ სტუდენტებს ე.წ. კოვიდპასპორტებს მოსთხოვენ, – ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
ამასთან, 18 წელს გადაცილებულ პირებს საშუალება ექნებათ საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, სასტუმროებსა და დიდ სავაჭრო ცენტრებში მხოლოდ იმ შემთხვევაში შევიდნენ, თუკი კოვიდპასპორტებს წარადგენენ.