“როგორ იქმნებოდა ჯანმრთელობის დაცვის სისტემა”


  • გაიმართა ავთანდილ ჯორბენაძის წიგნის “როგორ იქმნებოდა ჯანმრთელობის დაცვის სისტემა”(1997-2003წ.წ.) პრეზენტაცია.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ ექიმები გალის რაიონიდან: ქეთინო კვარაცხელია, ნინო სექანია, ზაირა ანჩაბაძე, ლიკა სონძია, მიმოზა მიქავა, მაია დარსანია. ბატონები: ოთარ მარშავა, მამუკა (შმაგი) გუნჯუა.

პრეზენტაციის სპიკერი გახლდათ ქალბატონი დალილა ხორავა, რომელმაც ვრცლად ისაუბრა აფხაზეთში მოღვაწე ექიმების დამსახურებაზე ყველაზე რთული წლებიდან დღემდე. ასევე, მთავარი აქცენტები გააკეთა ბატონი ავთანდილ ჯორბენაძის როლზე სამედიცინო სისტემის რეორიენტაციისა და განვითარების საქმეში, იმ უდიდეს მხარდაჭერაზე, რომელსაც სახელმწიფო მინისტრად მუშაობის წლებში უწევდა აფხაზეთში მცხოვრებ და მოღვაწე ექიმებს.

წიგნის ავტორმა მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისთვის და ავტოგრაფით, ყველა მათგანს, უსახსოვრა წიგნები.

ინფორმაცია მოგვაწოდა ჟურნალისტმა მამუკა ხორავამ


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!