Xiaomi-მ გამჭვირვალე ტელევიზორი წარადგინა


  • ჩინურმა კომპანია Xiaomi-მ გამჭვირვალე ტელევიზორი წარადგინა. 55-დიუმიანი 5.7 მმ ულტრა თხელი ეკრანის ახალი ტელევიზორი ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს გამოსახულებას ჰაერიდან იღებს. გამორთვისას ის რჩება გამჭვირვალე მართკუთხა მინა.

ყველა პროცესორი, რომელიც პასუხისმგებელია მოწყობილობის მუშაობაზე, ინახება ტელევიზორის ქვეშ არსებულ სტენდში. გამჭვირვალე OLED დისპლეის აქვს 120Hz განახლების სიჩქარე, 1 მილიწამიანი პასუხი, 150k-დან 1 კონტრასტის კოეფიციენტი და 93% DCI-P3 ფერადი პროფილი.

Xiaomi-ს ეს ახალი ტელევიზორი ეღირება 50 ათასი იუანი (დაახლოებით 7.195 დოლარი). ოფიციალური გაყიდვები ჩინეთში 16 აგვისტოდან დაიწყება.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!