“we are the world” ზუგდიდელი მომღერლების მიერ შექმნილი ჰიტი


  • ზუგდიდელმა მომღერლებმა სიმღერა, “we are the world” შეასრულეს და მასზე კლიპიც გადაიღეს. მომღერალმა ვახო გოგილავამ, რომელიც კლიპში მონაწილეობს “ზუგდიდელებს” უთხრა, რომ კლიპი გადაიღო ირაკლი გამსახურდიამ.

ვოკალისტები გახლავთ: ვახო გოგილავა, ნემო ჯალაღონია, ლიზა მებონია, თამუნა ლილუაშვილი, მარი იოსავა და ქრისტი ჯგერენაია. “კლიპი გადაღებულია ჯიჯი-პოინტის სახურავზე. პირველი სკოლის წინ. მთავარი მიზეზი ისაა, რომ ძალიან გვიყვარს სიმღერა, ჩვენი საყვარელი საქმეა. მე და ნემომ შემოვიკრიბეთ ნიჭიერი მომღერლები. გვინდოდა ამ მსოფლიო ჰიტის ამ ვერსიით ჩაწერა. იდეის ავტორები ნემო და მე გახლავართ. ჩვენ უახლოეს მომავალში ისევ ერთი პოპულარული სიმღერის ჩვენეულ ვერსიას შემოგთავაზებთ დუეტში”.-გვითხრა გოგილავამ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!