USAID ხელს უწყობს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას, სოფლად მცხოვრები ქალი ლიდერების განვითარებასა და მათი ჩართულობის ზრდას


  • თიკო ლაგვილავა არასამთავრობო ორგანიზაცია “ნეოგენის” პროექტის მონაწილეა, რომელიც USAID-ის მიერაა მხარდაჭერილი და სამეგრელოში, ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან არსებულ სოფლებში ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე ზრუნავს – “პროექტში მოხალისედ ყოფნისას მივხვდი, რომ პროექტს ახალგაზრდები აკლდა და ნეოგენის დირექტორთან დისკუსიის შემდეგ გადავწყვიტეთ ორგანიზაციის ბაზაზე „ახალგაზრდა ლიდერთა ჰაბი“ დაგვეფუძნებინა, რომლის ხელმძღვანელობამაც ბევრი რამ შემძინა და ყველაზე კრიტიკულ მომენტში ხმის ამაღლება მასწავლა“ – ამბობს თიკო.

ლიდერთა ჰაბი საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც ახალგაზრდა ლიდერების აღმოჩენას, მათ მომზადებასა და განვითარებას ისახავს მიზნად. ლიდერთა ჰაბი დემოკრატიის, საერთაშორისო ურთიერთობის, ეკონომიკისა და მართლმსაჯულების სკოლებს აერთიანებს და ღიაა ყველა დაინტერესებული, მოტივირებული, საქმესა და წინსვლაზე ორიენტირებული ადამიანისთვის. Პლატფორმაში დაახლოებით 1000-მდე ადამიანი იყო და არის ჩართული.

წლების შემდეგ ჩემი ისტორიის გახსენებისას, თხრობას ნეოგენით და ლიდერთა ჰაბით დავიწყებ, რადგან საუკეთესო გამოცდილება ამ პროექტს უკავშირდება და სწორედ ამ პერიოდმა მიმახვედრა, რომ მეგობრობა უანგაროდ დახმარების სურვილია, უნარია ობიექტურად მიუთითო ნაკლზე და გულწრფელად გიხაროდეს სხვისი თითოეული წარმატება. მგონია, რომ USAID-იც ამ პრინციპებზე დგას და ქვეყნის მასშტაბით ხელს უწყობს მათ ვისაც ეს სჭირდება “ – ამბობს თიკო.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!