PEN-მარათონი “სარკმელი 2021” გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ


  • დღეს, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ახალგაზრდა ჟურნალისტთა კლუბის ‘’სარკმელი’’ რეგიონალური ლიტერატურული კონკურსი ‘’PEN მარათონის’’ დაჯილდოება გაიმართა.

‘’PEN მარათონი’’ 5 ივნისს, ბოტანიკურ ბაღში ჩატარდა, სადაც მონაწილეობდა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრები 40-მდე ახალგაზრდა. მონაწილეებმა თავიანთი აქტიურობით განსაზღვრულ დროში გამოავლინეს მწერლის, პუბლიცისტის, ჟურნალისტის ნიჭი და ასევე, მარათონელის გამძლეობა. კონკურსი კომპეტენტურმა ჟიურიმ შეაფასა და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გამოავლინა:

ყველაზე კრეატიული ნაშრომი-ნინო კაკულია, აფხაზეთის N 1 საჯარო სკოლა. საუკეთესო ჩანახატი-ეტი მესხია და მარიამ კუტალია, ქ. ზუგდიდის N 10 საჯარო სკოლა. საუკეთესო წარმოსახვითი ინტერვიუ-გიგი მოლაშხია, ქ. ზუგდიდის N 2 საჯარო სკოლა. საუკეთესო რეპორტაჟი-ნინო გაბუნია, დიმიტრი გაბუნია, გიორგი კუხალეიშვილი, ირაკლი ფიფია- ჩხორიის საჯარო სკოლა. საუკეთესო ლექსი-გიორგი კონჯარია, აფხაზეთის N 1 საჯარო სკოლა. საუკეთესო ზღაპარი-ნიკოლოზ გერლიანი, აფხაზეთის N 1 საჯარო სკოლა. ”PEN მარათონის” მთავარი პრიზი-ლიზი კალანდია, წალენჯიხის N 3 საჯარო სკოლა.
საქართველოს უნივერსიტეტის რჩეული-ნომინაციაში გამარჯვებული ყველა მონაწილე. ახალგაზრდული სათათბიროს რჩეული-გიგი მოლაშხია, ქ. ზუგდიდის N 2 საჯარო სკოლა.‘’ნინელი ჭითანავას” პრიზი-გიგი მოლაშხია, ქ. ზუგდიდის N 2 საჯაროს სკოლა. ერთ-ერთი თაობის ‘’სარკმელელმა’’ და პედაგოგმა კობა შონიამ, ‘’ნინელის პრიზის’’ მფლობელს ფულადი ჯილდო გადასცა.
ლიტერატურული კონკურსის პარტნიორი გახდა საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალი, რომელმაც დააჯილდოვა ‘’PEN მარათონის’’ მთავარი პრიზისა და საუკეთესო რეპორტაჟის ნომინანტები, გამარჯვებულებს ჭკვიანი საათები გადაეცათ.
‘’PEN მარათონის’’ მხარდამჭერია საქართველოს უნივერსიტეტი. პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერია საინფორმაციო პორტალი www.zugdidelebi.ge 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!