m2-მა სასტუმროს მშენებლობის კონცეფცია განიხილა


დღეს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობაში, ზუგდიდში, ყინულის სახლის ტერიტორიაზე ახალი სასტუმროს მშენებლობის კონცეფციის საჯარო განხილვა გაიმართა. ემ კვარდრატის გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ბურდილაძემ საჯარო განხილვაზე პროექტის პრეზენტაცია წარადგინა. დღევანდელ შეხვედრაზე, ირაკლი ბურდილაძემ გააღჟღერა ინფორმაცია, რომ ზუგდიდში ემ კვადრატი გახსნის პროფესიულ კოლეჯსაც, რომლის კურსდამთავრებულებიც ტურიზმის სფეროს მოემსახურებიან. მისი თქმით, ემ კვადრატი ასევე, მზად არის ვალდებულება აიღოს ყინულისსახლის გადატაიტანოს იმ ტერიტორიაზე, რომელზედაც მიუთითებს ზუგდიდის მუნიციპალტეტის მერია.

შეხვედრაზე, საზოგადოებას მიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი შენგელიამ, ფრაქცია “ენმ” წევრმა ანა წითლიძემ, “ევროპული საქართველოს” წევრმა ბათლომე შელიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ, “სამეგრელოს ხმის” ლიდერმა თენგო ჯგუშიამ, ყოფილი პოლიტექნიკური კოლეჯის ყოფილმა დირექტორმა იზოლდა ხასიამ, მოქალაქე ივდო კვიტიამ და საზოგადოების სხვა წევრებმა.

საჯარო განხილვა გაგრძელდება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!