ბულინგთან ბრძოლისთვის


საქართველოს უნივერსიტეტის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობაში დღეს, ზუგდიდის, ხობის, სენაკის, წალენჯიხის სკოლების უფროსკლასელებს ბულინგის თემაზე ტრენინგი ჩაუტარდა.

შემეცნებითი ხასიათის ტრენინგი, რომლის მიზანი ბულინგის თემაზე მოსწავლეებში ცნობადობის ამაღლება, სამოქალაქო განათლებისა და ფსიქოლოგიის საწყისების გაცნობა იყო, საქარველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტი, ორგანიზაცია ISIE  პრეზიდენტი, ქეთევან ხორავა და ამავე ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი პროექტების მენეჯმენტის დარგში, მარიამ კვანტალიანი უძღვებოდნენ.

ტრენინგზე განხილულ იქნა ბულინგის მნიშვნელობა, ტიპები, ბულინგი ფსიქოლოგიურ და სამართლებრივ ჭრილში. ტრენინგი ინტერაქტიული იყო და მონაწილეებს საშუალება ჰქონდა სხვადასხვა აქტივობაში ჩართულიყვნენ.

საქართველოს უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების კვლევით ცენტრთან და ინტელექტისა და განათლების საერთაშორისო სკოლა-აიესაისთან თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს: “ბულინგთან ბრძოლა და მისი პრევენციის გზები საჯარო სივრცეში”.

პროექტი ხორციელდება საქართველოს უნივერსიტეტთან არსებული ადამიანის უფლებების კვლევითი ცენტრის (HRRC) მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში.

ტრენინგზე ნაჩვენები იყო ბულინგის თემაზე სენაკელი მოსწავლის, ტრენინგის ერთ-ერთი მონაწილის, გიორგი საჯაიას მიერ გადაღებული 6 წუთიანი ფილმი.

ტრენინგის ბოლოს, მონაწილეებს გადაეცა სერტიფიკატები.

 


კომენტარი

  1. mzeona

    mogesalmebit, mainteresebs bulingis temaze treningis shesaxeb tu iyo yvela skola informirebuli, mocavleebi rogor shearchiet?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!