სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარების მიზნით, ახალი ვებ-გვერდი help.tbilisi.gov.ge ამუშავდა. ახალი საიტის პრეზენტაცია დედაქალაქის მერიაში გაიმართა. საიტზე საჭიროებები დაყოფილია 4 კატეგორიის მიხედვით – დახმარება საჭიროებების მიხედვით, დახმარება ოჯახების მიხედვით, ტექნიკური დახმარება და სხვა სახის მხარდაჭერა. თავის მხრივ, კატეგორია „დახმარება საჭიროების მიხედვით” აერთიანებს შემდეგ მიმართულებებს: საცხოვრებელი, ავეჯი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, საყოფაცხოვრებო ნივთები, დამხმარე საყოფაცხოვრებო ნივთების ნაკრები, 5 წლამდე ბავშვის ნივთები, პირადი ჰიგიენის ნივთების ნაკრები, სამედიცინო ნაკრები, დასვენება, სპეცტექნიკა და სხვადასხვა.
კატეგორიაში დახმარება ოჯახების მიხედვით, მოცემულია საჭიროებები კონკრეტული ოჯახების შესაბამისად.
„ტექნიკურ დახმარებაში“ ჩამოთვლილია საჭირო სპეცტექნიკა, სხვა სახის მხარდაჭერაში მოცემულ თავისუფალ ფანჯარაში კი მოქალაქეებს შეუძლიათ თავად გააგზავნონ შეთავაზება. ვიცემერის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, კარგი იქნება, თუ დაზარალებულ ოჯახებს ზღვისპირა ან მთაში განთავსებული სასტუმროები დასვენებას შესთავაზებენ. ვებ-გვერდზე მოცემული არის საქველმოქმედო ანგარიში, სადაც თანხის გადარიცხვაა შესაძლებელი.