- Game of Thrones-ის უკანასკნელი სერია გამოვიდა და სერიალის ფანებს გაუჩნდათ კითხვა – როგორ უნდა განაგრძნონ ცხოვრება ამის შემდეგ?
კითხვაზე პასუხის გასაცემად, შეიქმნა საიტი Bark.com, სადაც გულშემატკივრებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ და “მრჩევლებისგან” მიიღონ დახმარება, როგორ იცხოვრონ სერიალის დასრულების შემდეგ.
“მრჩევლებთან” დაკავშირება სკაიპით არის შესაძლებელი, ნახევარ საათიანი კონსულტაციის ფასი 20 ევროა, ერთ საათიანი კონსულტაციის ფასი კი 40 ევრო.
ფანებს შეუძლიათ კონსულტაციები გაიარონ ინდივიდუალურად ან ჯგუფთან ერთად.