Facebook-მა და Twitter-მა დონალდ ტრამპის პოსტი წაშალეს, სადაც პრეზიდენტი აცხადებს, რომ „ბავშვები კოვიდ 19-ის მიმართ თითქმის იმუნურები არიან“


  • კომპანიებმა Facebook-მა და Twitter-მა დონალდ ტრამპის პოსტი წაშალეს, სადაც აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ „ბავშვები კოვიდ 19-ის მიმართ თითქმის იმუნურები არიან“.

Facebook-მა განაცხადა, რომ ტრამპის პოსტი, რომელიც Fox News-სთვის მიცემული ინტერვიუს ნაწილია, „კორონავირუსის შესახებ მავნე დეზინფორმაციას“ შეიცავდა.

Twitter-ის პრესსპიკერმა კი აღნიშნა, რომ ამ პოსტით დონალდ ტრამპი კომპანიის მიერ კოვიდ 19-ის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით დაწესებულ რეგულაციებს არღვევდა.

ცნობისათვის, დილის შოუ Fox and Friends-სთან სატელეფონო საუბრის დროს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დროა, სკოლები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიხსნას. „ბავშვები დაავადების მიმართ თითქმის იმუნურები არიან,”- აღნიშნა ტრამპმა. სატელეფონო საუბრის ეს ნაწილი პრეზიდენტმა Facebook-სა და Twitter-ში გამოაქვეყნა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

4 × four =

Akismet ანტისპამი