17 წლამდე ბავშვები 200 ლარიან დახმარებას 1-დან 15 სექტემბრამდე მიიღებენ


  • დარწმუნებული ვარ, სწავლის დაწყებამდე, პირველი სექტემბრიდან 15 სექტემბრამდე, 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის სრულად იქნება ანაზღაურებული თანხები, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

“განცხადებების შევსებაზე და კონკრეტულ დოკუმენტაციაზე ჯანდაცვის სამინისტროს აქვს დაწყებული მუშაობა და ჩემი მოადგილე დეტალურად გააცნობს საზოგადოებას, თუ რა დოკუმენტები იქნება წარმოსადგენი, რომ ბავშვებმა მიიღონ ეს კომპენსაცია. ჩვენ ამ შემთხვევაშიც ვფიქრობთ, რომ დოკუმენტების ნუსხა უნდა იყოს მაქსიმალურად მარტივი, რათა ოპერატიულად მოხდეს თანხების ანაზღაურება ჩვენი ბავშვების კეთილდღეობისთვის. შემდეგ კვირაში ჩვენ მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას, ამასთანავე ჩვენ ხელმისაწვდომს გავხდით იმ პორტალს, სადაც მოხდება დოკუმენტაციის ატვირთვა და დარწმუნებული ვარ, რომ სწავლის დაწყებამდე, პირველი სექტემბრიდან 15 სექტემბრამდე სრულად იქნება ანაზღაურებული თანხები”,- განაცხადა ტიკარაძემ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!