- კომპანიებმა Facebook-მა და Twitter-მა დონალდ ტრამპის პოსტი წაშალეს, სადაც აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ „ბავშვები კოვიდ 19-ის მიმართ თითქმის იმუნურები არიან“.
Facebook-მა განაცხადა, რომ ტრამპის პოსტი, რომელიც Fox News-სთვის მიცემული ინტერვიუს ნაწილია, „კორონავირუსის შესახებ მავნე დეზინფორმაციას“ შეიცავდა.
Twitter-ის პრესსპიკერმა კი აღნიშნა, რომ ამ პოსტით დონალდ ტრამპი კომპანიის მიერ კოვიდ 19-ის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით დაწესებულ რეგულაციებს არღვევდა.
ცნობისათვის, დილის შოუ Fox and Friends-სთან სატელეფონო საუბრის დროს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დროა, სკოლები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიხსნას. „ბავშვები დაავადების მიმართ თითქმის იმუნურები არიან,”- აღნიშნა ტრამპმა. სატელეფონო საუბრის ეს ნაწილი პრეზიდენტმა Facebook-სა და Twitter-ში გამოაქვეყნა.