- Facebook და Google საკუთარ თანამშრომლებს სახლიდან მუშაობის უფლებას წლის ბოლომდე მისცემენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კომპანია Facebook ოფისებს 6 ივლისიდან გახსნის, თუმცა თანამშრომლებს სურვილის შემთხვევაში დისტანციურად მუშაობის უფლება წლის ბოლომდე ექნებათ.
აღსანიშნავია, რომ იმ დასაქმებულებს, რომლებიც ოფისში დაბრუნებას გადაწყვეტენ, ისეთი სპეციალური ზომების დაცვა მოუწევთ, როგორებიცაა, თანამშრომლებს შორის 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა, დახურულ სივრცეში პირბადის ტარება და ყოველდღიური თერმოსკრინინგი.