მონაცემების მიხედვით, ამ პროცესის შესაჩერებლად საკმაოდ ბევრი ღონისძიების გატარებაა საჭირო. პანდემიის გამო ადამიანების სახლებში ყოფნით შემცირებული სათბურის აირები ათწლეულების განმავლობაში მიყენებული ზიანის გამოსასწორებლად საკმარისი არ არის. საერთო ჯამში კი მთელ მსოფლიოში სათბურის აირების ემისიები მხოლოდ 8%-ით შემცირდა.

გასათვალისწინებელია ასევე ის ფაქტი, რომ ნახშირორჟანგი ატმოსფეროში საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში რჩება.

მას შემდეგ, რაც ნახშირორჟანგის დონის გაზომვა დაიწყეს, მისი კონცენტრაცია ყოველწლიურად იზრდება. მკვლევართა მიხედვით, პრობლემის მოსაგვარებლად ემისიები 50%-ით მაინც უნდა შემცირდეს. ამას კი დიდი ალბათობით ადამიანთა ქცევის ცვლილებაც სჭირდება, მაგალითად ისეთი, როგორსაც ამას დღეს ვხედავთ.

წყარო