Facebook და Google საკუთარ თანამშრომლებს სახლიდან მუშაობის უფლებას წლის ბოლომდე მისცემენ


  • Facebook და Google საკუთარ თანამშრომლებს სახლიდან მუშაობის უფლებას წლის ბოლომდე მისცემენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კომპანია Facebook ოფისებს 6 ივლისიდან გახსნის, თუმცა თანამშრომლებს სურვილის შემთხვევაში დისტანციურად მუშაობის უფლება წლის ბოლომდე ექნებათ.

აღსანიშნავია, რომ იმ დასაქმებულებს, რომლებიც ოფისში დაბრუნებას გადაწყვეტენ, ისეთი სპეციალური ზომების დაცვა მოუწევთ, როგორებიცაა, თანამშრომლებს შორის 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა, დახურულ სივრცეში პირბადის ტარება და ყოველდღიური თერმოსკრინინგი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Akismet ანტისპამი

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 35 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!