კვლევა გამოაქვეყნა, გამომწერთა რაოდენობა კი 73%-ით, 20 000-მდე გაზარდა. კომპანიამ ასევე გამართა 8 მასშტაბური კონფერენცია, რომელსაც 2 000-ზე მეტი მონაწილე დაესწრო.
გარდა ამისა, შერწყმისა და შესყიდვების (M&A) მიმართულებით საქართველოსა და უზბეკეთში 60 მილიონ აშშ დოლარამდე ღირებულების სამი ტრანზაქცია წარმატებით დაასრულა. თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საფონდო ბირჟაზე ლიცენზირებული წევრის სტატუსიც მოიპოვა, რაც კომპანიის რეგიონული გაფართოების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
“Euromoney-ს ჯილდო ადასტურებს, რომ თიბისი კაპიტალის ლიდერული პოზიცია ეფუძნება არამხოლოდ ბაზარზე ძლიერ პოზიციონირებას, არამედ ინოვაციურ მიდგომებს, გამარტივებულ პროცესებს, ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმსა და მომხმარებლების ნდობას. სწორედ ამ ნდობის შედეგია, რომ 2025 წელს წარმატებით ვმართავდით კლიენტების 1.3 მილიარდი აშშ დოლარის აქტივებს. საქართველოს წამყვანი საინვესტიციო ბანკიდან რეგიონულ მოთამაშედ ჩამოვყალიბდით და ამ გზას 2026-შიც ვაგრძელებთ. უზბეკეთის შემდეგ, აზერბაიჯანი უკვე მეორე ბაზარია, სადაც ჩვენი საქმიანობა გავაფართოვეთ – თიბისი კაპიტალმა, ექსკლუზიური ფინანსური მრჩევლის როლში, მხარი დაუჭირა PASHA Bank-ს IPO-ს წარმატებით განხორციელებაში. ვაგრძელებთ ისეთი ფინანსური გადაწყვეტილებების შექმნას, რომლებიც ჩვენს კლიენტებს ზრდის ახალ შესაძლებლობებს მისცემს და რეგიონის კაპიტალის ბაზრების განვითარებას შეუწყობს ხელს”,- ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი
