Covid 19-ის ვაქცინაციის მოძრავი პუნქტი უკვე ზუგდიდშია


  • ავტობუსში, რომელიც ყველა საჭირო ინვენტარით არის აღჭურვილი, მოქალაქეებს იმუნიზაცია ქვეყანაში არსებული ყველა ვაქცინით წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეუძლიათ. დღეს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით, მოძრავ პუნქტში ვაქცინაციის პროცესი ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე ჩატარდა.

იმუნიზაციის ავტობუსი, იგივე მისამართზე კიდევ 2 დღე დარჩება, შემდეგ კი სხვადასხვა უბნებში იმოძრავებს.

ვაქცინაციის პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, მის პირველ მოადგილესთან ნინო ვიბლიანთან ერთად გაეცნო.

ვაქცინაციის მოძრავი პუნქტი ქალაქის ყველა უბანს მოიცავს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!