CIO – ს პარტნიორი შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი იქნება


შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში კომპანია კავკასიის საერთაშორისო ოლიმპიადამ პროგრამის პრეზენტაცია გამართა. პროექტის პრეზენტაციამდე, აუდიტორიამ წუთიერი დუმილით, პატივი მიაგო მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორის ია კერზაიას ხსოვნას.

კავკასიის საერთაშორისო ოლიმპიადის გენერალურმა დირექტორმა თაბუკა ჯიქიამ აუდიტორიას მიაწოდა ინფორმაცია კომპანიის საქმიანობის სფეროს შესახებ. მისი განმარტებით, ოლიმპიადის ძირითადი მიზანია სკოლებში  ნიჭიერი მოსწავლეების აღმოჩენა, წახალისება და მოტივაციის ამაღლება. „Caucasus International Olympics”-ის გენერალური დირექტორის თაბუკა ჯიქიას განცახდებით: “CIO აპირებს ჩაატაროს სასკოლო ოლიმპიადა ინგლისურ, ქართულ ენასა და მათემატიკაში. ოლიმპიადა სხვებისგან განსხვავდება მისი ინოვაციური წამოწყებით ბაზარზე, რაც გულისხმობს ტესტირების ჩატარებას ინდივიდუალურად კომპიუტერებთან, CIO-ს ელექტრონული სისტემა მიახლოებულია საატესტატო გამოცდების სტრუქტურასთან, რომელიც დაეხმარება მოსწავლეს საგამოცდო გარემოსთან მაქსიმალურ ადაპტირებასა და კომპიუტერული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში, მსგავსი გამოცდილება მოსწავლეს უყალიბებს დროის ეფექტურად მართვის უნარს. კითხვების სპეციფიკა მრავალფეროვანია, რაც ოლიმპიადას ხდის უნიკალურს. ტესტირებას მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფს კომპანიის გენერალური პარტნიორი შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი.”

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა თეონა ხუფენიამ აღნიშნა, რომ პროექტი ინოვაციურია. “პროექტი ჯერჯერობით მოიცავს სამეგრელო-ზემო სვანეთს, მაგრამ იქნება უფრო ფართომაშტაბით წარმოდგენილი, ამის გარანტს მაძლევს ის დიდი მხარდაჭერა, რომელიც უნივერსიტეტის მხრიდან აქვს.”

პროექტის გენერალური სპონსორია “მარმაქს ჯორჯია”. კომპანიის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ყიფიანმა აღნიშნა, რომ მათი მიზანია ხელი შეუწყონ ამ ტიპის აქტივობას. “იმედს გამოვთქვამთ, რომ ღონისძეიბა იქნება მაშტაბური, სამომავლოდაც შედგება ჩვენი თანამშრომლობა. ხელს შევუწყობთ განათლების სისტემას ამ კუთხით”.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლის დირექტორები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, არასამთავრობო სექტორი, კომპანიის პარტნიორები და სპონსორები.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!