სამეგრელო -ზემო სვანეთში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის გასატარებელი ღონისძიებები მკაცრდება

 ჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მუშაობას იწყებენ პოლიციის, სამხედრო ძალების და ჯანდაცვის სფეროს ერთობლივი ჯგუფები, რომლებიც იმ მოქალაქეებს გააკონტროლებენ ვინც რეკომენდაციებს არა ასრულებს, გადაუდებელი შემთხვევის გარდა არავინ არ უნდა მოძრაობდეს ქალაქსა და სოფლებში - ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ განაცხადა. "ხვალიდან, 29 მარტიდან ყველანაირი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც მოძრაობდა ჩვენს...

ხვალიდან, მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმუშავებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, "დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, როცა ქვეყანაში კორონავირუსის შიდა გავრცელება ფიქსირდება და ვირუსი მზარდი ტენდენციით ხასიათდება პრევენციული ღონისძიებების, უფრო გამკაცრებაა საჭირო. აღნიშნულიდან გამომდინარე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი შენგელიას გადაწყვეტილებით, 29 მარტიდან, მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა უქმდება. "მიღებული გადაწყვეტილება ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოსახლეობას გაუფრთხილდნენ ერთმანეთის...

ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის სიმპტომებით ორი პაციენტი მოათავსეს

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურის ინფორმაციით, კორონავირუსის სიმპტომებით ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ორი ახალი პაციენტი იქნა შემოყვანილი. ერთი ზუგდიდის სოფელ ახალკახათის მკვირდია, მეორე კი ჩხოროწყუდან. "ამ წუთებში, მიმდინარეობს სადიაგნოსტიკო ღონისძიებები. ანამნეზი დადგინდება, დადასტურდება და შემდგომ გადაწყდება, გაიგზავნება თუ არა ლუგარის ლაბორატორიაში ანალიზები", ნათქვამია ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურის მიერ მედიისთვის გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, სტომატოლოგიურმა კლინიკებმა გეგმური მომსახურება 1-ელ მაისამდე არ უნდა განახორციელონ

ჯანდაცვის სამინისტრო სტომატოლოგიურ კლინიკებს მიმართავს რეკომენდაციით, გეგმური მომსახურების გაწევისგან თავი 1-ელ მაისამდე შეიკავონ. "იმ შემთხვევაში, როდესაც სტომატოლოგიური ჩარევის გადავადება შეუძლებელია, გადაუდებელი დახმარების სერვისი განხორციელდეს ინფექციის კონტროლის ღონისძიებების ზედმიწევნით დაცვით, რომლის მთავარი მიზანია დაავადების გადაცემის პრევენცია; კორონავირუსით დაინფიცირებაზე საეჭვო ან დადასტურებული შემთხვევის მქონე პაციენტებს, როგორიცაა დაინფიცირებული პაციენტი, მასთან კონტაქტში მყოფი პირი ან პირი,...

გახარიას პასუხი სააკაშვილის შეთავაზებაზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთავრობას დახმარება შესთავაზა ემიგრანტების ჩამოყვანაში. "ამ დღეებში მე მივიღე ძალიან ბევრი შეტყობინება ქართველებისგან, რომლებიც გაჭედილი არიან ევროპის მრავალ ქვეყანაში. ბევრ მათგანს არ აქვს ფული, დოკუმენტები, სამედიცინო დაზღვევა და ისინი არიან უკიდურესად სასოწარკვეთილ მდგომარეობაში. მათ იმის ფულიც კი არ აქვთ, რომ იმ მცირერიცხოვან რეისებზე აიღონ ბილეთები,...

პრემიერი და ჯანდაცვის მინისტრი რუხის საავადმყოფოში იმყოფებოდნენ

დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად რუხის მრავალპროფილური კლინიკაში იმყოფებოდა. მთავრობის ადმინისტაციის ინფორმაციით, კლინიკას, რომელიც ერთდროულად 100 პაციენტის მომსახურებას შეძლებს, 10 ხელოვნური სუნთქვის აპარატი გადაეცა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია კორონავირუსისგან გამოწვეული მძიმე შემთხვევების სამკურნალოდ. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, საჭირო აპარატურით...

აშშ საქართველოს Covid-19-თან საბრძოლველად 1.1 მლნ აშშ დოლარს გადასცემს

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ახალ კორონავირუსთან საბრძოლველად 1.1 მილიონ აშშ დოლარს გადასცემს. ინფორმაციას აშშ-ის საელჩოს ოფიციალური გვერდი ავრცელებს. "ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს გადასცემს $1.1 მილიონ დოლარს ჯანდაცვის სფეროს დასახმარებლად. კერძოდ, დაფინანსდება ლაბორატორიული სისტემების მომზადება, ეპიდემიოლოგიური გამოკვლევები და მეთვალყურეობა, ტექნიკურ ექსპერტთა დახმარება და მომზადება, ინფორმაციის გაცვლა და სხვა," - ნათქამია საელჩოს განცხადებაში.

მძღოლებისთვის ჯარიმის და საურავის გადახდა გადავადდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საგზაო-სატრანსპორტო სფეროში ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის ჯარიმისა და საურავის გადახდის ვადებმა გადაიწია. ამ დრომდე ან საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში დაკისრებული ჯარიმის და საურავის გადახდის ვალდებულება მოქალაქეებს დაეკისრებათ მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ. მთავრობის მიერ დადგენილი საშეღავათო პერიოდი ეხება, როგორც გამოწერილი ჯარიმების...

საქართველოში ყველა ასაკის პენსიის მიმღებ პირს აპრილის თვის პენსია წინასწარ ჩაერიცხება

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით და "ლიბერთი ბანკთან" აქტიური თანამშრომლობით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში უკლებლივ ყველა ასაკის პენსიის მიმღებ პირზე აპრილის თვის პენსიები წინასწარ ჩაირიცხება, - შესაბამისი თანხა მთავრობამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკვე გამოყო. ასევე, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მოხდება პენსიების განსხვავებული წესით გაცემა. კერძოდ, პენსიის თანხის...

ზუგდიდის ივერიის საკათედრო ტაძარში დისტანციის დასაცავად ადგილები მონიშნეს

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქის ინფორმაციით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით და დაავადებათა ცენტრის რეკომენდაციით, ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში სრულად შესრულდა რეკომენდაციები.  ტაძარში სპეციალური ნიშნებით იქნა მონიშნული, რომლის დისტანცია არის 2 მეტრი. "გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას და დავიცვათ ყველა რეკომენდაცია და წესი. უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმა აკურთხოს ერი...