62 საბავშვო ბაღიდან, 42 ბაღში, სწავლა 16 სექტემბერს განახლდება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 62 საბავშვო ბაღიდან, 42 ბაღში, სწავლა 16 სექტემბერს დაიწყება. სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრმა "ზუგდიდელებს" უთხრა, რომ სოფლის 18 საბავშვო ბაღში, ქალაქის მესამე და მერვე საბავშვო ბაღებში გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდნარეობის გამო, სწავლას 1 ოქტომბერს დაიწყებენ. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს: ქალაქის მესამე, მერვე,  კორცხელის, ჩხორიის, ცაცხვის, ჯიხაშკარის, ყულიშკარის, დიდინეძის,...

ვეტერანთა ხეივანი ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე

ზუგდიდში, ილია ჭავჭავაძის  ქუჩაზე, ვეტერანთა ხეივანი გაიხსნა. ზუგდიდც, ილია ჭავჭავაძეში ქუჩას, ვეტერანეფიში სახელშა მასვანჯებელი ადგილქ გინწყ. პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 252 581 ლარი შეადგინა.

ბაღები, სავარაუდოდ, 16 სექტემბერს განაახლებენ მუშაობას

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებეში სავარაუდოდ, 16 სექტემბერს განაახლებენ მუშაობას. ზუგიდიშ ბაღებს მუშობაში დოჭყაფას 16 სექტემბერშე ვარაუდენა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ააიპ "ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის" დაქვემდებარებაში მყოფ სოფლის 15 საბავშვო ბაღში ოთახების, სველი წერტილის, სახურავისა და სხვადასხვა გადაუდებელი საჭიროებების შეძენა და რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ააიპ "ზუგდიდის მუნიციპალიტეტის...

სკოლების ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად

2020 წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებისთვის ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად 2 500 000 ლარის გამოყოფა იგეგმება.  აღნიშნილი ინფორმაცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ საჯარო სკოლების დირექტორებთან შეხვედრისას გააჟღერა. "ვიცი, რომ სკოლებში ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი და ამას ეტაპობრივად აუცილებლად მოვაგვარებთ, მიმდინარე წელს 1 500 000 ლარი სველი წერტილების რეაბილიტაციისთვის იხარჯება, ეს პროცესი მზარდია...

მხარდაჭერა ზუგდიდელ ახალგაზრდებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, განათლების განყოფილების განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდებისა და ბავშვთა ფინანსური ხელშეწყობის პროგრამის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილმა კომისიამ, 3 ნიჭიერ ახალგაზრდას საზღვარგარეთ გამგზავრების ხარჯები, ხოლო 2 წარჩინებულ სტუდენტს საზღვარგარეთ სწავლა დაუფინანსა. თურქეთში გამგზავრების ხარჯები თანადაუფინანსდა ზუგდიდელ მარიამ ბულიას, რომელიც პეტრე შოთაძის...

თამარ ლილუაშვილი: მე და ჩემმა პედაგოგმა, ნინო მამფორიამ, ეს ერთად შევსძელით

ამერიკაში, ლოს ანჯელესში გამართულ კონკურსზე "world championships", მონაწილეობას ღებულობდა, "რიბი-რაბოს" და ანსამბლ "გინცი”-ს წამყვანი სოლისტი, ზუგდიდელი თამუნა ლილუაშვილი, რომელიც კონკურსის გამარჯვებული გახდა. მან სამი მედალი მოიპოვა. ორი ოქროს და ერთი ვერცხლის.  თამუნა ლილუაშვილი: "ჯერ იყო კასტინგი, სადაც სამივე სიმღერა შევასრულე, ერთი ქართული და ორი ინგლისური. ქართული "საქართველო", ინგლისური ჟანრი სოული-i...

გამოიყოფა პარკინგის ადგილი შშმ პირთათვის

ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის და პროკურატურის შენობებს შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის პარკინგის ადგილი გამოიყოფა. ამის შესახებ, საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, ინფორმაცია გააკეტა საკრებულოს ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ლაგვილავამ. "ეს არის ძალიან კარგი პრეცედენტი და ყველა საპარკინგე ადგილზე უნდა იყოს ამ ადამინებისთვის ცალკე გამოყოფილი ადგილი. ასევე...

დაფუძნდა მეგრული ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი

ზუგდიდში, ლოტბარ პოლიკარპე ხუბულავას სახელობის  მეგრული ფოლკლორის პირველი საერთაშორისო ფესტივალი "კოლხი და" დაფუძნდა. შესაბამისი გადაწყვეტილება, დღეს, ზუგდიდის საკრებულომ მიიღო. "ძალიან საინტერესო ფესტივალი ფუძნდება ზუგდიდში. ფესტივალი წელს, 16 ივლისს ჩატარდება და ყოველწლიურად გაიმართება. ფესტივალზე მეგრულ სიმღერებს შეასრულებენ, როგორც საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლები, ასევე უცხოელი შემსრულებლები".-აღნიშნა განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ და გენდერულ საკითხთა კომისიის...

მეოთხე საჯარო სკოლას ანდრია დადიანის სახელი მიენიჭება

დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მხარი დაუჭირა მეოთხე საჯარო სკოლისისთვის ცნობილი მოჭადრაკის ანდრია დადიანის სახელის მინიჭებას. "შემოვიდა წერილი, მოგვმართა სკოლის დირექციამ, კომისიაზე განვიხილეთ ეს თემა და მოვიწონეთ".-თქვა განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ და გენდერულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ეკატერინე კიფაიამ.

ყინულის მოედანი შეტანილია საპრივატიზებო ნუსხაში

დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე "სკეიტ პარკში" მდებარე ყინულის სახლის ტერიტორიის აუქციონზე გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო. საკრებულოს გადაწყვეტილება გააპროტესტეს სამოქალაქო სექტორისა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმოადგენლებმა. სხდომა სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.  პროტესტის ნიშნად საკრებულოს სხდომა დატოვეს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა, მოგვიანებით, ფრაქცია "ენმ"–მ. შეხვედრიდან გამოსულმა ანი წითლიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ როგორც მან აღნიშნა,...