შეხვედრა სკოლების წარმატებულ კურსდამთავრებულებთან


ზუგდიდის რესურსცენტრში, ზუგდიდის სკოლების წარმატებულ კურსდამთვრებულთა ნაწილთან, რესურსცენტრისა და საქართველოს უნივერსიტეტის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ინიციატივით, შეხვედრა გაიმართა. 

შეხვედრაზე, ახალგაზრდებს, ორგანიზატორებმა, სკოლის დამთავრება მიულოცეს და წარმომადგენლობის სერვისებით სარგებლობა შესთავაზეს იმიტირებული გამოცდების სახით. შეკრებილ ახალგაზრდებს საქართველოს უნივერსიტეტის სამეგრელო -ზემო სვანეთის წარმომადგენელმა, მაია ღუბელაძემ, საჩუქრად 1 ივნისს, თბილისში, საქართველოს უნივერსიტეტის ეზოში დაგეგმილ გრანდიოზულ კონცერტზე დასასწრები ბილეთები, ზუგდიდის რესურსცენტრის ხელმძღვანელ, კახა ფარცვანიას კი ეფექტური თანამშრომლობის ნიშნად, საქართველოს უნივერსიტეტის მადლობის სერტიფიკატი გადასცა.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!