BBC – „ ქართული ფხალი მთელი მსოფლიოს ვეგანებისთვის შეიძლება სუპერ საკვები იყოს“


  • ქართული მრავალფეროვანი ვეგანური აპეტაიზერი – ამ სათაურით BBC ონლაინ გვერდზე მკითხველს ქართულ სამზარეულოს აცნობს.

სტატიის ავტორმა სარა ფრიმენმა საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციის ორგანიზებით იმოგზაურა და ქვეყნის ტურისტულ მიმართულებას, კულტურასა და სამზარეულოს გაეცნო.

“მთელ მსოფლიოში ვეგანებისთვის ქართული ფხალი შეიძლება სუპერ საკვები იყოს“.- წერს BBC-ის ჟურნალისტი.

“ემოციებს ფერებით გამოვხატავ, მიყვება შეფ-მზარეული დავით ნარიმანიშვილი, როდესაც ჩემი ჩანგალი იდეალური ფორმის ქარვისფერ, მწვანე და მეწამულისფერ აპეტაიზერს ეხება. ნიახურის ფოთლებით დაწყებული ოხრახუშით დამთავრებული ინგრედიენტები ფხალს შესანიშნავ კერძად აქცევს. ფხალი პირველ რიგში სუფრის საყრდენს წარმოადგენს და ქართველების უსაზღვრო სტუმართმოყვარეობას გამოხატავს“.-წერს სარა ფრიმენი.

სტატიაში აღწერილია ქართული კერძები, თბილისისა და ქუთაისის ბაზრები, აგრეთვე კვების ობიექტები სადაც შესაძლებელია ვეგეტარიანული კერძების გასინჯვა.

სტატია იხილეთ – https://www.bbc.com/travel/article/20220406-pkhali-georgias-versatile-vegan-appetiser

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!