დღეს, ქალაქის ცენტრალურ ბულვარში, წიგნების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა სახელწოდებით „მოიზღვავე წიგნები“. ღონისძიების ორგანიზატორები წიგნის მოყვარულებს რვა გამომცემლობის პროდუქტზე განსაკუთრებულ ფასდაკლებას სთავაზობენ.
წიგნების გამოფენა-გაყიდვა ორი დღე გაგრძელდება. ღონისძიების ორგანიზატორის ზვიად კვარაცხელიას განმარტებით, პროექტი „მოიზღვავე წიგნები“ ითვალისწინებს საქართველოს ყველა რეგიონში წიგნების გამოფენა-გაყიდვის მოწყობას, უფრო ახლოს მისვლას მკითხველთან. „დღეს წარმოდგენილია თანამედოვე თარგმნილი, კულინარიული და საბავშვო ლიტერატურა. ვფიქრობთ, მკითხველს მოეწონება აქ წარმოდგნელი წიგნები და განსაკუთრებულ ფასად შეიძენენ“.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=lAxCtxNfK_Y[/embedyt]
საყვარელი ავტორის წიგნები შეიძინა მოძრაობა „დევნილი ქალები მშვიდობისათვის“ ხელმძღვანელმა ქრისტინე კილანავამ. მისი თქმით, შეძენილ წიგნებს შვილებს უსახსოვრებს. „ძალიან კარგია, ამდენი საინტერესო ავტორის წიგნებია გამოფენილი. ვფიქრობ, პროექტი ხელს შუწყობს კითხვის ტრადიციის აღდგენას და ასევე, ახალგაზრდებს დააინტერესებს იკითხონ მეტი. კარგი წამოწყებაა, ვისურვებდი, მსგავსი სახის ღონისძიებები ხშირად გაიმართოს. იმდენად კარგი წიგნებია, რომ ყველას შეძენა მოგიდება“.