საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირ „ორქისის“ ორგანიზებით, მუნიციპალიტეტის გამგეობაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ქალაქ ზუგდიდის მერიის თანამშრომლებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე „დავასუფთავოთ საქართველო“– საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი ნარჩენების მართვის პროცესში. ტრენინგზე მსმენელებს გააცნეს გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებული ეკოლოგიური პრობლემები და დაბინძურებული გარემოს ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედება, ასევე გაკეთდა ინფორმაცია საქართველოში ნარჩენების მართვაზე და მყარი ნარჩენების მართვის საერთაშორისო გამოცდილებაზე.
ტრენინგი კითხვა – პასუხის რეჟიმში 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.