ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, დღევანდელ სხდომაზე, მიიღო გადაწყვეტილება, საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის“ მისი წილი 50 პროცენტიდან, 25 პროცენტი გადასცეს ქალაქ ზუგდიდის მერიას. მერია კი, მისი წილიდან 26 პროცენტს, გადმოცემულ 25 პროცენტთან ერთად აუქციონის წესით გაასხვისებს.
როგორც სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ მაიზერ ნანავამ აღნიშნა, ეს ყველაფერი ხდება იმისათვის, რომ ხელი შეუწყონ ფეხბურთის განვითარებას, მაგრამ კლუბის ბიუჯეტი არ დააწვეს მუნიციპალიტეტის ხარჯებს.