მერიამ წარმატებული კურსდამთავრებულები დააჯილდოვა


დღეს, ქალაქ ზუგდიდის მერიაში 26 წარჩინებული კურსდამთავრებულის დაჯილდოების ცერემონიალი შედგა. წარმატებულ კურსდამთავრებულებს ქალაქის მერიამ საჩუქრად პლანშეტები გადასცა. 26 წარჩინებული კურსდამთავრებულიდან 19 ოქროს მედალოსანია, 7 ვერცხლის მფლობელი.

კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა ქალაქის მერმა ირაკლი გოგოხიამ. მან ახალგაზრდებს სკოლის დამთავრება მიულოცა და წარმატებები უსურვა. „ნამდვილად გვეამაყებით, ქალაქს ეამაყება თქვენი თავი და იმედი გვაქვს, რომ ასე გააგრძელებთ მომავალში. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შეგიწყოთ და მერია ყველაფერს აკეთებს  შესაძლებლობის ფარგლებში, რომ უკეთესი გარემო შეგიქმნათ და წაგახალისოთ.’’

მეექვსე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა ირაკლი ჩუხუამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ დღევანდელი დღე არის მთელი წლების ნამუშევრის შედეგი.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=t5e1rIj6tdI[/embedyt]

მეხუთე საჯარო სკოლის კურსდამთვარებული თამარ ჟვანია ამბობს, „არასოდეს არ მიფიქრია, რომ სწავლა იყო მწარე, ყოველთვის ვიყავი ბედნიერი იმით, რომ ვსწავლობდი და ვიგებდი სიახლეებს“[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=-iYRS3GnV8U[/embedyt]


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!