არასამთავრობოები თვითმმართველი ქალაქის სტატუსთან დაკავშირებით მოსახლეობის ჩართულობას ითხოვენ


დღეს, ზუგდიდში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, პრესკოფერენცია გამართეს ქალაქ ზუგდიდისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებასთან და თემის მუნიციპალიტეტთან გაერთიანებასთან დაკავშირებით.

 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების ინფორმაციით, მომავალ კვირას, ჩანიშნულია საკრებულოს სხდომა, სადაც განხილავენ საკითხს ქალაქ ზუგდიდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოების  გაერთიანების შესახებ. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მიმართავენ საკრებულოს წევრებს, მოსახლეობასთან დისკუსიების გარეშე არ მიიღონ გადაწყვეტილება, გამართონ საჯარო შეხვედრები მოსახლეობასთან და მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით და მათი მოსაზრებების გათვალისწინებით მიიღონ გადაწყვეტილება და არა პარტიული დირექტივების შესაბამისად.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=iIh4rFYonR4[/embedyt]

„საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელის არჩილ თოდუას განმარტებით,  მიღებულია საბოლოო გადაწყვეტილება  თვითმმართველი თემისა და თვითმმართველი ქალაქის გაერთიანების თაობაზე. მისი თქმით, საქართველოს რეგიონული განვითარების კომისიამ წარმოადგინა არგუმენტაცია თუ რატომ  არის მნიშვნელოვანი მუნიციპალიტეტების გაერთიანება, მაგრამ მათი აზრით, არგუმენტები არ ემყარება მყარ საფუძველს. არჩილ თოდუა ამბობს, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე აუცილებლად უნდა გაიმართოს კონსულტაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან. „ჩვენ ხშირად ვხვდებით მოსახლეობას ქალაქის ტერიტორიაზე, ვიცით, რომ მათი უმრავლესობა ეწინააღმდეგება მიღებულ გადაწყვეტილებას, ისინი ემხრობიან იმას, რომ ქალაქ ზუგდიდს შეუნარჩუნდეს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი, თემის ზუგდიდს კი, შეუნარჩუნდეს თვითმმართველი თემის სტატუსი. ჩვენ ვითხოვთ რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვან ამ გ ადაწყვეტილებაზე და თუ კი მაინც აპირებენ გადაწყვეტილების მიღებას, მინიმუმ გამართონ კონსულტაციები მოსახლეობასთან და კითხონ აზრი თუ რა დამოკიდებულება აქვთ ამ გადაწყვეტილების მიმართ“[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=NI51wJaCooE[/embedyt]

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მიმართავენ საკრებულოს წევრებს, გაითვალისწინონ რომ ქალაქ ზუგდიდისა და ზუგდიდის თემის მუნიციპალიტეტების გაერთიანებით ქალაქი ზუგდიდი დაკარგავს საკუთარ დამოუკიდებელ ბიუჯეტს და ადგილობრივი ხელისუფლების არჩევის შესაძლებლობას, რაც შეანლებს ქალაქის განვითარების ტემპებს და შეამცირებს მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმებს.

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!