“ნორჩი მკვლევარი”, პროექტი, რომელიც წარსულს აცოცხლებს და მომავალზეა ორიენტირებული


დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ერთობლივი პროექტის „ნორჩი მკვლევარი“- 2017 წლის დასკვნითი ეტაპი შედგა. რეგიონალურ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო სამეგრელო-ზემო სვანეთის სხვადასხვა ქალაქის 65-მა მოსწავლემ. 

ისინი საზოგადოების წინაშე წარსდგნენ 49 ნაშრომით. შეხვედრის ბოლოს, მონაწილეებს გადაეცათ სიგელები და ფასიანი საჩუქრები. “ზუგდიდელებთან” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსმა ლაშა ჯიქიამ ისაუბრა პროექტის მნიშვნელობაზე და აუცილებლობაზე. მისი თქმით, „აუცილებელია მოსწავლეები ჩაერთონ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში. მათ კარგად იცოდნენ და გააცნობიერონ, თუ საიდან მოვდივართ, რა ფასეულობები და ღირებულებები გაგვაჩნია“.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=hRQACMeDTxg[/embedyt]

მეოთხე საჯარო სკოლის პედაგოგი დალი არონია ამბობს, რომ „ნორჩი მკლევარი“ ძალიან საინტერესო პროექტია, ვინაიდან, კონფერენციში არამარტო ზუგდიდელი მოსწავლეები, სხვა რეგიონის ბავშვებიც ღებულობენ მონაწილეობას. მისი თქმით, სასურველია, მსგავსი სახის კონფერენციები ყოველწლიურად ტარდებოდეს.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=uypCSTLBxks[/embedyt]

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ თამაზ ჟორჟოლიანმა აღნიშნა, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი მსგავსი სახის შეხვედრებს მომავალშიც მუდამ მხარს დაუჭერს. მისი თქმით, წარმოდგენილი თემატიკა მრავაფეროვანი იყო, მაგრამ მომავალში სასურველი იქნებოდა ყურადღება გამახვილებულიყოს ისეთ თემებზე, როგორებიცაა: ეკოლოგია. ბავშვების დამოკიდებულება ცხოვრებისა და სამყაროს მიმართ. „ბავშვები ეჩვევიან დამოუკიდებელ აზროვნებას. ისინი იმუშავებენ უნარ-ჩვევებს, იმუშაონ და იაზროვნონ დამოუკიდებლად. ეს ცხოვრებაში წაადგებათ. გარდა ამისა, თემატიკა არის მრავაფეროვანი. სიმართლე, რომ გითხრათა, ახალაბასთუმნის ეკლესიის შესახებ, რომანოვის ვაჟის გარდაცვალებაზე, დღეს მე პირველად გავიგე. ასე, რომ ძალიან მრავაფეროვანი და საინტერესო თემატიკაა. მე მინდა ბავშვებს წარმატებები ვუსურვო.“

შეხვედრის დასასრულს, კონფერენციის მონაწილეებს, სიტყვით მიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მაიზერ ნანავამ. საკრებულოს თავმჯდომარემ მოსწავლეებს წარმატებები უსურვა და მადლობა გადაუხადა შეხვედრის ორგანიზატორებს. „ჩემი ოცნებაა, ბევრი ისტორიკოსი გაიზარდოს საქართველოში თქვენი სახით. საზოგადოებაში სადაც მიხდება ურთიერთობა, რა პროფესისას არ უნდა იყოს ადამიანი, ქართველმა მეტ-ნაკლებად იცის თავისი ქვეყნის ისტორია, აქედან გამომდინარე, თქვენ დღეს, ბევრი უცნობი ფაქტი, თარიღი, ადამიანები ჩემთვის თქვენ გააცოცხლეთ“[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=mLkVPrn4mVk[/embedyt]

„ოდაბადეს“ ხელმძღვანელმა მედიკო თორიამ აღნიშნა, რომ კონფერენციის მიზანი არის ინფორმაციების მოძიება, კვლევა და ნაშრომის სახით წარმოდგენა. თუნდაც იმიტომ, რომ არ დაიკარგოს არცერთი ფაქტი, რომელიც  ჩვენი წინაპრების მიერ არის გამოცემული. „დღეს ჩვენ ნამდვილად მივაღწიეთ მიზანს, მეტი რაოდენობა მონაწილეებისა იყვნენ გამოჩენილი ადამიანების შთამომავლები, ისინი მათ წინაპრებზე ყვებოდნენ“[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=RcWjbCoNmtg[/embedyt]

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!