„ნაციონალური მოძრაობა“ აქციას მართავს


„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, მოსწავლე- ახალგაზრდობის სასახლესთან, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა მიმდინარეობდა რამდენიმე დღის წინ, საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მხარდამჭერებს პლაკატები ეჭირათ ხელში შემდეგი წარწერით: „დაიცავი შენი ხმა“. „დაიცავი უფლება აირჩიო პრეზიდენტი“. „დაიცავი კონსტიტუცია“. მოძრაობის წარმომადგენლები საზოგადოებას კონსტიტუციის განხილვისა, ერთად დგომისკენ და სოლიდარობისკენ მოუწოდებენ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის პოლიტიკურმა მდივნმა თეიმურაზ ბასილაიამ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“, დაემსგავსა კომუნისტურ პარტიას და მისი მთავრობა დაემსგავსა პოლიტბიუროს. მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას, ზუგდიდში დარბაზში იმყოფებოდნენ მხოლოდ საჯარო მოხელეები და მათი აქტივისტები. „არავითარი მოსმენა, განხილვა ეს არ იყო. ეს იყო დემონსტრირება მათი ძალაუფლების, რითაც მათ დაამტკიცეს, კიდევ ერთხელ მოახდენდნენ სრული უზურპაციას ხელისუფლების და დღეს, ცდილობენ თავს მოახვიონ მხოლოდ ის მორგებული კანონები, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აწყობს“.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=5SxfeJwar2I[/embedyt]

„ერთიანი ნაციონლური მოძრაობა“ მოუწოდებს საზოგადოებას  დაიცვან უზენაესი ღირებულება, უზენაესი საკანონმდებლო აქტი, საქართველოს კონსტიტუცია და მისცენ ხალხს უფლება, თვითონ აირჩიონ  საქართველოს პრეზიდენტი და ნუ ჩაშლიან დემოკრატიულ პროცესებს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მთელი ქვეყნის მასშტაბით მართავს აქციებს იმ ქალაქებში, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვა მიმდინარეობდა.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!