წითლიძის პროტესტი


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ წევრმა ანა წითლიძემ დღეს, ჟურნალისტებს სათამაშო „სლოტ კლუბის’’ გვერდით საოფისე ფართის მშენებლობა უჩვენა. მისი განმარტებით, მერიამ მშენებლობის ნებართვა უკანონოდ გასცა მერის მეგობარზე ნიკო ქანთარიაზე. წითლიძის თქმით, შენობა ქალაქის იერ-სახეს ამახინჯებს და მოსახლეობის გულისწყრომას იწვევს.

მცირე სიტყვიერი დაპირისპიერება მოხდა ოპოზიციონერ დეპუტატსა და მესაკუთრე ნიკო ქანთარიას შორის.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=nmTi6WiXlqk[/embedyt]

 წითლიძე ამბობს, რომ ცუდია რომ ამ საქმეში ამხანაგობაც არის ჩართული.

„ვთხოვეთ მერიას, სანამ მშენებლობის ნებართვას გასცემდ,ა მოესმინა მოსახლეობისთვის და შემდეგ მიეღო გადაწყვეტილება, მაგრამ მერიისგან ეს პასუხი ვერ მივიღეთ. ძალიან ცუდია, რომ ამხანაგობებმა, თავიანთი მუშაობის პირველი ნაბიჯები დაიწყეს იმით, რომ გაამართლონ მერის მიერ მიღებული უკანონო გადაწყვეტილება. არ შეიძლება მსგავსი ტიპის შენობებზე თანხმობას ითხოვდეს ამხანაგობა მხოლოდ იმიტომ, რომ მერის მეგობარია ბატონი ქანთარია.’’- აღნიშნა წითლიძემ. [embedyt] http://www.youtube.com/watch?v=gJF-zPf2DKU[/embedyt]

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის „თანადგომის’’ თავმჯდომარის მოადგილის ბესიკ კილავას თქმით, მშენებლობა კანონიერად მიმდინარეობს და ნებართვას ახლავს 150 კაციანი ხელმოწერა. „რასაც ქალბატონი წითლიძე ამბობს, “ვიღაცას” არ მოსწონსო. ვინ არის ის “ვიღაცა” გამვლელი? გამვლელს რა უფლება აქვს? ჩვენ გვაქვს  ბრძანება და დასტური იმისა, რომ მერიამ კანონიერად გასცა მშენებლობის უფლება. ქალაქის იერ-სახეს თუ ამახინჯებს, მაშინ არქიტექტურის სამსახურს უნდა მიმართოს.’’ [embedyt] http://www.youtube.com/watch?v=ecbEjNToi3A[/embedyt]

წითლიძე იხსენებს, რომ შარშან, კონოთეატრ „ატრიუმის’’ მეორე მხარეს მიმდინარეობდა მშენებლობა და მაშინ ქალაქის მერმა თავის მეგობარ ჩიქოვანს საკუთრებაში გადასცა ტერიტორია. წითლიძე ამბობს, მაშინ მშენებლობა გააპროტესტეს და მერიამ თავისივე მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა. „იგივე პრინციპით, ჩვენ ვითხოვთ, მეორე მხარეზე, არ შეიძლება ხდებოდეს უსახური შენობების აშენება’’-განაცხადა წითლიძემ.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=E7qV49eHjDY[/embedyt]

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ქალაქ ზუგდიდის მერიის პრესსამსახურმა მედიას აცნობა: “სრული კანონის დაცვით არის მშენებლობა დაწყებული. პირიქით, ბინათმესაკუთრეთა ხელმოწერები გვაქვს. 100 პროცენტიანი დასწრებით, ხელი მოუწერეს ამ ადამიანს მშენებლობის ნებართვაზე. ამის გარეშე უბრალოდ ვერ დაიწყებდა ვერანაირ მშენებლობას. კომპეტენტური ადამიანების, არქიტექტორების დასკვნებით, ეს მშენებლობა არანაირად არ ამახინჯებს ქალაქის იერ-სახეს. მით უმეტეს, თანხმობა არსებობს მოსახლეობის. არქიტექტურის სამსახური შესაბამისი კანონით ხელმძღვანელობს. რაც შეეხება მეგობრობის გამო ნებართვის გაცემას, არასერიოზულია ამაზე კომენტარის გაკეთება ჩვენი მხრიდან. მერთან მეგობრობა, ნაცნობობა ურთიერთობა, ავტომატურ რეჟიმში არ გულისხმობს კანონიერი მშენებლობის ნებართვაზე პასუხის არგაცემას.”


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 20 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!