დღეს, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ მანუჩარ ცაცუამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გათავისუფლებული თანამშრომლების: საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის მაია ღურწკაიას და კულტურის განყოფილების უფროსის ქეთთევან ტაბაღუას სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, მაია ღურწკაია ხელახლა გაივლის გასაუბრებას, ხოლო ქეთევან ტაბაღუას სამსახურში აღდგენა ვერ მოხერხდება, რადგან კულტურის განყოფილება გაუქმებულია.
ქეთინო ტაბაღუამ მოსამართლის ეს გადაწყვეტილება სასამართლოს წინ გააპროტესტა. მან პლაკატები გაშალა შემდეგი წარწერით: “მოსამართლე ცაცუამ სამართალი მოკლა!!!” ” sos!” “სასამართლოზე ზეწოლაა!!!”
მაია ღურწკაიამ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ის ბრძოლას ბოლომდე აპირებს და გასაუბრებაში მიიღებს მონაწილეობას. „დღეს ძალიან მეცოდებიან მოსამართლეები, განსაკუთრებით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლეები. ვიცოდი, რომ იქნებოდა ზეწოლები და ზარები. დღეს, მოსამართლემ ვერც “შამფური დაწვა” და “ვერც მწვადი”, მაგრამ მე ვაგრძელებ ბრძოლას. მოვითხოვ, ყველა განაცდურის ანაზღაურებას. დღეს ის არ არის მთავარი, რომ მე იმ გუნდში დავბრუნდები თუ არა, არ მიმაჩნია სწორად, რომ იმ გუნდში ვმუშაობდე. გარემოებების გამო, ეს ჩემი პრინციპული გადაწყვეტილებაა, დავუბრუნდე იმ თანამდებობას, რომელის დაკავებაც 2012 წელს მთხოვეს’’-განაცხადა ღურწკაიამ.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=oqs723FDaG8[/embedyt]
ქეთევან ტაბაღუა მოსამართლის გადაწყვეტილებას უსამართლოდ მიიჩნევს. ის ამბობს, რომ სამართლებრივ ბრძოლას გააგრძელებს სააპელაციო სასამართლოში.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=aioP_IiR7sI[/embedyt]