აქციის მონაწილე დევნილებს, ჯერჯერობით, შეპირებული პასუხი არ მიუღიათ


ყოფილ რაიონულ საავადმყოფოში განსახლებულმა დევნილებმა, რომლებიც საავადმყოფოს ეზოში სპეციალურად გაშლილ კარავში შიმშილობდნენ,  დევნილთა სამმართველოს ხელმძღვანლისგან მანუჩარ ჩილაჩავასგან პირობა მიიღეს, რომ კიდევ ერთხელ მოხდება დევნილთა  ქულების გადამოწმება სამინისტროში და მათ ათ დღეში ეცოდინებოდათ პასუხი.

ასევე, ჩილაჩავა ამბობდა, რომ სამხარეულის ექსპერტიზაზე  დასკვნა გაგზავნილია და პასუხი უახლოეს დროში იქნება ცნობილი. „ზუგდიდელებს’’ მოშიმშილე ტარიელ ქობალიამ აცნობა, რომ ათდღიანი დაპირების ვადა ამოიწურა მაგრამ კონკრეტული პასუხი არ აქვთ სამმართველოს ხელმძღვანლისგან. „არავინ არაფერს გვეუბნება, პარასკევს დამიბარა მანუჩარ ჩილაჩავამ, აუცილებლად მივალ. თუ ჩვენი მოთხოვნა არ იქნა დაკმაყოფილებული, ორშაბათს ჩავალ თბილისში, დევნილთა სამინისტროში და ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ.’’

აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის დევნილთა სამმართველოს ხელმძღვანელი მანუჩარ ჩილაჩავა განმარტავს, რომ აღნიშნულ პრობლემებზე მუშაობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და დევნილებს პასუხი მომავალი კვირისთვის ეცოდნიებათ. „რაც შეეხება ექსპერტიზის პასუხს, ესეც უახლოეს დღეებში იქნება ცნობილი’’-ამბობს ჩილაჩავა.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 20 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!