ცვლილება გუბერნატორის ადმინისტრაციაში


სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსად ამავე სამსახურის უფროსის უკვე ყოფილი მოადგილე ნუგზარ გაბელია დაინიშნა. გაბელია სხვადასხვა დროს უმაღლეს სასწავლებელში საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა, მოღვაწეობდა კერძო და არასამთავრობო სექტორში. ის პროფესიით ეკონომისტია.

ნუგზარ გაბელიას მოადგილედ, ამავე სამსახურის უკვე ყოფილი მთავარი სპეციალისტი იასონ შეროზია დაინიშნა. რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის პოსტი სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ამ სამსახურის უფროსი დავით კოდუა გუბერნატორის მოადგილედ დაინიშნა.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!