ენმ-ს ხმაურიანი კონფერენცია


დღეს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’  ხმაურიანი და ჟურნალისტებისთვის დახურული რეგიონალური კონფერენცია გაიმართა, რომელსაც პოლიტსაბჭოს წევრები უნდა აერჩია. შეხვედრა პროტესტის ნიშნად რამდენიმე დელეგატმა დატოვა, ისინი ჟურნალისტებთან აცხადებდნენ, რაც შიგნით ხდება მათთვის მიუღებელია, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრიათ.

„რატოა აქ ასეთი ამბავი და რატომ ხდება პროვოკაციები წარმოდგენა არ მაქვს. არის გაწევ- გამოწევა და ერთი ამბავი, რაზე ვერ თანხმდებიან მე არ ვიცი. ყველაფერი შეთანხმებული იყო, მაგრამ პროვოკატორები შემოცვივდნენ და არიეს ყველაფერი. გვიკეტავენ კარს. ხომ შეიძლება ხალხმა ნორმალურად აირჩიოს მისთვის სასურველი წევრები’’. განაცხადა ერთ-ერთმა დელეგატმა.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=bOGzsNHJrSs[/embedyt]

მოგვიანებით, თბილისიდან,  კონფერენციას „ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ წევრები  შეუერთდნენ.  პარტიის ერთ-ერთმა წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ არავითარ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია და ეს ჩვეულებრივი, შიდა ჯანსაღი კონკურენციაა. შეხვედრაზე პარტიის მხარდამჭერებს ინტერნეტით ჩაერთო საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. კონფერენცია რამდენიმე საათი გაგრძელდა და ექვსის ნაცვლად, პოლიტსაბჭოში რვა წევრი აირჩია


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!