რითი გამოირჩევა “ენმ” “ქართული ოცნებისგან”


“ენმ”-მ რეგიონულ კონფერენციაზე  რეგიონის მასშტაბით პოლიტსაბჭოს რვა წევრი აირჩია. პოლიტსაბჭოში, ზუგდიდიდან,  ლევან კონჯარია და ალექსანდრე ქობალია შევიდნენ. „ენმ”-ს ერთ-ერთმა ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ემოციები ჭარბობდა, კონკურენციაც იყო, მაგრამ არჩევნები მაინც ჩატარდა.

[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=79jVIhIliOY[/embedyt]

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ წევრის ანა წითლიძის თქმით, სწორედ ვნებათაღელვით გამოირჩევა პარტია „ქართული ოცნებისგან’’. „ ჩვენ შეგვიძლია ვიკამათოთ, ვიდებატოთ და შემდეგ მივიღოთ ერთობლივი გადაწყვეტილება პარტიის სასარგებლოდ, რადგან ეს არის ერთადერთი პარტია, რომელსაც შეუძლია დაასრულოს მოღალატეობრივი ხელისუფლების პარპაში დღეს საქართველოში.”[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=MzRVYdsKUrg[/embedyt]

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ მხარდამჭერის მაია კალანდიას განმარტებით, მსგავსი სახის დებატები მიმდინარეობს სადაც,  აზრთა სხვადასხვაობაა და არ ემორჩიელებიან ერთ ხეგლეჯია ადამიანს, რომელიც კარნახობს მთელ საქართველოს. მისი თქმით, “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ’’ შეინარჩუნა ერთიანობა,  მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=WN8QFWmhxGQ[/embedyt]


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!