დღეს, “მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს” წევრები ზუგდიდში თავის აქტივს შეხვდნენ. მათ ისაუბრეს მოძრაობის სამომავლო გეგმებზე და ცალსახად განაცხადეს, რომ მზად არიან თავიანთ რიგებში მიიიღონ ყველა ის ადამიანი, მიუხედავად მათი წარსულისა, ვინც გაიზიარებს მათ სამუშაო პროგრამას.
[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=wCgqDirflfE[/embedyt]სიტყვით გამომსვლელებმა ვრცლად მიმოიხილეს ქვეყანაში არსებული პოლიტიკურ-ეკომომიკური მდგომარეობა და განაცხადეს, რომ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ზუგდიდს და იმას თუ ვის გვერდით დადგებიან ზუგდიდელები, რადგან ითვლება, რომ ზუგდიდი მიეკუთვნება პოლიტიკური ტონის მიმცემ ქალაქთა რიგს.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=DvQZzU6RGTs[/embedyt]
შეხვედრის შემდეგ, “ევროპული საქართველოს” წევრები რაიონულ საავადმყოფოში მოშიმშილე დევნილებს შეხვდნენ.