დღეს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ მონადირეები ისევ შეიკრიბნენ. მონადირეთა და მეთევზეათა კლუბის დირექტორი და რამდენიმე მონადირე გუბერნატორის მოადგილეს კობა ქანთარიას შეხვდნენ.
შეხვედრიდან გამოსულმა მონადირეებმა, ჟურნალისტებთან განაცხდეს, რომ შეხვედრამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა და გუბერნატორის მოადგილესგან პირობა მიიღეს, რომ შაბათს მონადირეები გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილეს შეხვდებიან.
მონადირეთა და მეთევზეთა კლუბის დირექტორმა გურამ კიტიამ აღნიშნა, „ შაბათს, მინისტრის მოადგილესთან შეხვედრა ჩვენს სასარგებლოდ, რომ გადაწყდება ვიცით. ჩვენ კანონმორჩილი ხალხი ვართ და კანონსაც დავიცავთ’’.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=nISegl5nXpc[/embedyt]